სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინაში ძლიერი ზეწოლის ქვეშ ექცევა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ძლიერი ზეწოლის ქვეშ ექცევა მას მერე, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის ჯარს უბრძანა, დატოვოს ქალაქი ხერსონი.
სტოლტენბერგის სიტყვები სააგენტო Reuters-ს მოჰყავს: „რაც ნათელია, ისაა, რომ რუსეთი ძლიერი ზეწოლის ქვეშ ექცევა და თუ ისინი დატოვებენ ხერსონს, ეს უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება“, - უთხრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯიორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ.
...