ირანი აცხადებს, რომ შექმნა ჰიპერბგერითი რაკეტა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალმა, ამირ ალი ჰაჯიზადემ სააგენტო Tasnim-ს განუცხადა, რომ ირანში შეიქმნა ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა. „რაკეტა ავითარებს მაღალ სიჩქარეს, შეუძლია იმოძრაოს ატმოსფეროს ზემოთაც და ქვემოთაც“, - თქვა ჰაჯიზადემ. მან დასძინა, რომ რაკეტას შესწევს უნარი გადალახოს ანტისაჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები. Reuters-ი ასევე იტყობინება, რომ ირანს ამგვარი რაკეტების გამოცდის შესახებ არ უცნობებია. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ ამ განცხადების შესახებ შეშფოთება გამოთქვა. "ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს განცხადება ზრდის ყურადღებას, ზრდის შეშფოთებას, ზრდის საზოგადოებრიობის ყურადღებას ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ", - განუცხადა გროსიმ AFP-ს. დასავლელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ირანი ხანდახან აზვიადებს შეიარაღების სფეროში თავის შესაძლებლობებს“. ჰიპერბგერითი რაკეტები რთული ტრაექტორიით დაფრინავენ და ავითარებენ ბგერაზე ხუთჯერ მეტ სიჩქარეს, რაც ართულებს მათ გადატაცებას. ცნობილია, რომ ასეთი რაკეტების გამოცდის შესახებ განაცხადეს რუსეთმა, ჩინეთმა და კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ. ჰიპერბგერითი რაკეტების შექმნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ავსტრალიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. ირანმა ნოემბრში ასევე განაცხადა, რომ გამოცადა სამსაფეხურიანი კოსმოსური რაკეტა-მატარებელი, Ghaem 100, რომელსაც შეუძლია დედამიწის ზედაპირიდან 500 კილომეტრის სიმაღლეზე, ორბიტაზე გაიყვანოს 80 -კილოგრამამდე წონის რაკეტები. აშშ-მა ირანის ქმედებას „მადესტაბილიზებელი“ უწოდა. ვაშინგტონი შიშობს, რომ Ghaem 100 შეიძლება, ბირთვული ქობინის გადასატანადაც გამოიყენონ. ირანი უარყოფს, რომ ასეთი განზრახვა აქვს. ...
წყარო
  • VIP

Nata

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Teona var axali

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 თვის წინ

Iulia

თბილისი
  • 3 თვის წინ

Elif

ბათუმი
  • 4 დღის წინ

Milis

ბათუმი
  • 9 საათის წინ

Asena

ბათუმი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 15 თვის წინ
  • VIP

Aygun

თბილისი
  • 4 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 23 თვის წინ

Xatia batumi

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ