თეთრმა სახლმა ხერსონიდან რუსეთის გასვლას უკრაინისთვის "არაჩვეულებრივი გამარჯვება" უწოდა
თეთრმა სახლმა 12 ნოემბერს, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან რუსეთის ჯარის გასვლას უწოდა უკრაინისთვის „არაჩვეულებრივი გამარჯვება“.
„ჩანს, რომ უკრაინელებმა მოიპოვეს „არაჩვეულებრივი გამარჯვება“, როცა ერთადერთ რეგიონულ დედაქალაქში, რომელიც რუსეთმა დაიკავა ამ ომში, უკრაინის დროშა დაბრუნდება - ეს ერთობ ღირსშესანიშნავი რამ არის“, - უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ახლავს „ასეანის“ სამიტზე კამბოჯაში.
სალივანმა ეს განაცხადა რამდენიმე საათში მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ცნობა, ხერსონი „ჩვენიაო“.
მანამდე უკრაინის სპეცდანიშნულების ჯარი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში შევიდა რუსეთის არმიის უკან დახევის შემდეგ.
ხერსონი ერთადერთი საოლქო ცენტრი იყო უკრაინაში, რომელიც რუსეთმა დაიკავა ომის დაწყებიდან მალევე.
...